ფეხბურთელმა კამერების წინ მაისური გაშალა, რომელზეც ეწერა... - ვის მიუძღვნა გიბრალტართან გატანილი გოლი ვატო არველაძემ?
ფეხბურთელმა კამერების წინ მაისური გაშალა, რომელზეც ეწერა... - ვის მიუძღვნა გიბრალტართან გატანილი გოლი ვატო არველაძემ?
7 ივნისს დინამო "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩინა და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

გოლის გატანის შემდეგ ვატო არველაძემ ვიდეოკამერების წინ გაშალა მაისური, რომელსაც ეწერა
- Happy birthday my love - "დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო".

როგორც ჩანს, 7 ივნისი არველაძის გულისსწორის დაბადების დღეა. ასე ორიგინალურად მიულოცა მას ნაკრების თავდამსხმელმა. ვატოს შეყვარებული მოდელი მაკუნა ზედაშიძეა. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (2)
ბესო
09 ივნისი 2019 23:37
ამ ბიჭს ვინმემ ქართული წერა ასწავლოს არავის უნდა? აღარაა ბიძია ინგლისური წარწერები მოდაში ქართულად დააწერე თუ რამის თქმა გინდა
ჯემალი
09 ივნისი 2019 11:53
ღმერთმა გამრავლოთ და გაბედნიეროთ ვატო და მაკუნა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები