საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია დაამარცხა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია დაამარცხა
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი
ხაზი შეიცვალა, თამაშიც გამოცოცხლდა და თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდნ ანგარიში შეამცირა.

მერე ისევ წავაგეთ საკუთარი დერეფანი, რასაც მოწინააღმდეგის ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა.

57-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ვიზავის დაცვა გაჭრა, აბჟანდაძემ ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა და 10:12. ეს ამხელა უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო.

68-ე წუთზე მსაჯმა
წინ მიცემული პასისთვის შოტლანდიას ლელო არ ჩაუთვალა. 74-ე წუთზე კი როგორც იქნა, დერეფანში შეცდომა სქოთებმა დაუშვეს, ნიორაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა და 17:12.

78-ე წუთზე მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში პაატა ბურჭულაძემ შეაჩერა და გავიმარჯვეთ!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები