"მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ოძეკის წოდება დავიბრუნე, თუმცა ..." - კვირის პალიტრა

"მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ოძეკის წოდება დავიბრუნე, თუმცა ..."

ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ,- ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებულმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც სპორტსმენს გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

ლევან გორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოძეკის წოდება დაიბრუნა, რაც შეეხება ჩემპიონობას, ტოჩინოშინი მის დაბრუნებას მომავალი წლისთვის იმედოვნებს.

"ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მართლაც ძალიან დაძაბული მაისის ბაშო მქონდა, დასაბრუნებელი გვქონდა ოძეკის წოდება, ტიტული. ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ისე, რომ წოდება დავიბრუნეთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგეთ." - განაცხადა ლევან გორგაძემ.

რაც შეეხება ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც, მსაჯების გადაწყვეტილებით, ქართველი სუმოისტი ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხებულად გამოაცხადეს, ლევან გორგაძემ აღნიშნა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო, რომელსაც აღარაფერი ეშველება.

"შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას არაფერი აღარ ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის." - აღნიშნა ლევან გორგაძემ.

"ინტერპრესნიუსი"