საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ლელო ბოლო წუთებზე დადო და ფიჯი დაამარცხა - კვირის პალიტრა

საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ლელო ბოლო წუთებზე დადო და ფიჯი დაამარცხა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა. „sportall.ge”-ს ინფორმაციით, ფიჯი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს 0:8 ამარცხებდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს. მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ, მეტოქე 12:8 დაამარცხეს.

საქართველო და ფიჯი ეთმანეთს მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში შეხვდნენ.