მიშელ პლატინი დააკავეს - უეფას ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს უკავშირდება - კვირის პალიტრა

მიშელ პლატინი დააკავეს - უეფას ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს უკავშირდება

საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, პლატინის დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის საქმეს უკავშირდება.

63 წლის პლატინი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

პლატინი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიაში ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ პლატინიმ ეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თხოვნით გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"