გურამ თუშიშვილმა რუსი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

გურამ თუშიშვილმა რუსი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

24 ივნისს,  ევროპის თამაშებზე ქართველმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს იპონით მოუგო.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ მასიეჟ სარნაკის, რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია.

სამწუხაროდ, ფინალი იპონით რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) წააგო, რომელმაც იქამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და სირილ მერეს დამაჯერებლად სძლია იხილეთ სრულად