Tesla-ს სამი ელექტრომობილი უსწრებს
Tesla-ს სამი ელექტრომობილი უსწრებს
ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რადგან ყველა მძღოლს უნდა, რომ ერთი დამუხტვით რაც შეიძლება მეტი მანძილი გაიაროს. თუმცა სურვილი (და რეკლამა) ერთია, რეალობა - მეორე. სინამდვილეში როგორია თანამედროვე ელექტრომობილების რესურსი? სპეციალური მეთოდით, გამოცემა What Car-ის სპეციალისტებმა შეამოწმეს, რეალურად რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლიათ ელექტრომანქანებს ერთი დამუხტვით და მცირე რეიტინგიც შეადგინეს:

პირველ ადგილზეა კორეული Hyundai Kona Electric. 201 ცხ. ძალის მქონე ამ მოდელმა ერთი დამუხტვით 417 კმ (259 მილი) გაიარა.


მეორე მაჩვენებელი
აქვს Jaguar I-Pace-ს,­ რომლის რესურსმაც 407 კმ (253 მილი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ I-Pace-ს ჰქონდა საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წლის რეიტინგში. ამ მოდელის პლუსი ის არის, რომ აქვს ექსპრესდამუხტვის ფუნქცია და ენერგიის 80%-ის მიღება სულ რაღაც 46 წუთში შეუძლია!

ზუსტად იმდენივეა (407 კმ) Kia e-Niro-ს რესურსიც
და შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილს იყოფს Jaguar I-Pace-თან. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ელექტროკია საკმაოდ სწრაფია, კარგად მანევრირებს და თავისუფლად იტევს ხუთ მგზავრს.


Tesla Model X 100D-მ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი გადაადგილების რეალური დიაპაზონი 375 კილომეტრია (223 მილი). ექსპერტების შეფასებით, Model X იყო პირველი პრესტიჟული ელექტრული "ყველგანმავალი"და Audi Q7-ის კონკურენტი.

მეხუთე ადგილზეა კიდევ ერთი Tesla – Model S, რომელსაც ერთი დამუხტვით 328 კმ-ის (233 მილი) გავლა შეუძლია. ეს მოდელი 2014 წელს გამოჩნდა და ელექტრომობილების იმიჯი შეცვალა. შინ მისი ელემენტების სრულად დამუხტვას დაახლოებით 11 საათი სჭირდება, სწრაფი დამუხტვის რეჟიმით კი, 80%-იანი მარაგის ასაღებად, ნახევარი საათი საკმარისია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები