თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგაზე "გაბალა" 3:0 დაამარცხა
თბილისის „დინამომ“ ევროპა ლიგის განმეორებით მატჩში აზერბაიჯანული "გაბალა" 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდს“ შეხვდება. პირველი მატჩი „დინამოს“ „გაბალასთან“ 2:0 ჰქონდა მოგებული.
"დინამო"-"ფეიენოორდის" პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 15 აგვისტოს თბილისში.
"ინტერპრესნიუსი"