ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! - კვირის პალიტრა

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრძოლა ოქროს მედალისთვის 60-კმდე წონით კატეგორიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ტოკიოში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა და საკუთარ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლუხუმმა ფინალში უზბეკი ძუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.

sportall.ge