"მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა" - რას წერს მამკა ბახტაძე სოციალურ ქსელში
"მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა" - რას წერს მამკა ბახტაძე სოციალურ ქსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ თემაზე პირადად ესაუბრა ლეგენდარულ მორაგბეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, საბოლოო დეტალები კი მის კლუბთან ზუსტდება.

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს
მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია", - წერს მამუკა ბახტაძე "ფეისბუქზე".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა