ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუშაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს - კვირის პალიტრა

ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუშაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს

12 სექტემბერს ფინეთში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს იპონით სძლია.

მან ფინალამდე ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ლიპარტელიანმა ფინალამდე ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია, გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო.

სამწუხაროდ, ლუკა კაპანაძე (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) დამარცხდნენ და მედლების გარეშე .

sportall.ge