ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა - 220 კგ!
27-09-2019
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა - 220 კგ!
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა.

აქამდე რეკორდი 218 კგ იყო, რომელიც ასევე ლაშას ეკუთვნოდა. ეს შედეგი მან ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში გამოსვლა ქართველმა გოლიათმა 208 კგ-თი დაიწყო. დაძლია!

მეორე ცდაზე 215 კილოგრამიანი შტანგა შეუკვეთა - ისიც დაძლია!

მესამე ცდა - 220, მსოფლიოს რეკორდი!

ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთო ოქრო უკვე გვაქვს - ატაცში. (წყარო)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?