საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრაში საქართველო უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43-14 დამარცხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე კი, წინა შეხვედრაში ურუგვაისთან ანგარიშით 30- 27 დამარცხდა და ჯამში, 2 წაგება აქვს."ინტერპრესნიუსი"