საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაი 33-7 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაი 33-7 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.

ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრაში საქართველო უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43-14 დამარცხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე კი, წინა შეხვედრაში ურუგვაისთან ანგარიშით 30- 27 დამარცხდა და ჯამში, 2 წაგება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
ჰოპლა
29 სექტემბერი 2019 15:08
ერთი ფიჯიც მიაყოლეთ და დიდ მადლობასაც გეტყვით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა