"ჯერ მხოლოდ გოგონა მყავს და არ ვიცი, როგორია ვაჟის მამობა, აი, ქალიშვილს კი საოცარი სიყვარული სცოდნია!" - კვირის პალიტრა

"ჯერ მხოლოდ გოგონა მყავს და არ ვიცი, როგორია ვაჟის მამობა, აი, ქალიშვილს კი საოცარი სიყვარული სცოდნია!"

გასულ კვირას 26 წლის გახდა, მანამდე კი "გახდა ყველაფერი", რითიც შეიძლება სპორტსმენმა იამაყოს! ბოლო ტრიუმფი რამდენიმე დღის წინ ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ, სადაც ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლებისა და რეკორდების ტრადიციული "კორიანტელი" დააყენა: 484 კილოგრამი ორჭიდის ჯამში (ატაცი - 220 კგ, აკვრა - 264), მორიგი მსოფლიო რეკორდები და განცდა, რომ ეს სულაც არ არის მისი მაქსიმუმი! მწვრთნელები ჯერ არ "მიშვებენ",

თორემ უკვე შევუტევდი 500 კილოგრამსო, ამბობს ყველა ტურნირის ჩემპიონი და მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე. სხვა საინტერესო რაღაცებსაც ამბობს:

- საინტერესოა, რა ხდება ტურნირის დასრულების შემდეგ. თავს რამდენი ხნით აძლევ დასვენების უფლებას?

- ოქტომბერში მხოლოდ ერთი კვირა დავისვენებ, მერე კი ნოემბერში გასამართი მორიგი ტურნირისთვის დავიწყებ მზადებას. ოლიმპიადის ლიცენზია გასანაღდებელი მაქვს, რათა ყოველგვარი "სიურპრიზისგან" დაზღვეული ვიყოთ.

- სრულად განტვირთვა, ყველაფრისგან "გათიშვა" როდის უფრო გჭირდება - შეჯიბრებამდე თუ ასპარეზობის დასრულების შემდგომ?

- სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებს მონატრებული ვარ, მაგრამ შეჯიბრების შემდეგ ჩემთვის საუკეთესო ანტისტრესი ოჯახის წევრებთან ყოფნაა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მამა გავხდი და შინ პატარა მელოდება.

- ოჯახის შექმნის შემდგომ ზოგიერთი სპორტსმენის კარიერა უკან მიდის, შენს შემთხვევაში კი აშკარად პირიქით არის!

- დაოჯახება სულაც არ მიმაჩნია სპორტსმენისთვის კარიერაში ხელის შემშლელად, პირიქით, მეტი სტიმული გეძლევა, რათა შენი მეუღლე და შვილები გაახარო, შედეგების მხრივაც უკეთესად იყო და ფინანსურადაც. მით უმეტეს, თუ მეორე ნახევარიც ხელს გიწყობს. გული მწყდება, რომ ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ სულ ვცდილობ, შვილთან ვიყო. ჯერ მხოლოდ გოგონა მყავს და არ ვიცი, როგორია ვაჟის მამობა, აი, ქალიშვილს კი საოცარი სიყვარული სცოდნია! (იხილეთ სრულად)