ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ - კვირის პალიტრა

ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

18 ოქტომბერს მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გახდნენ, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ლაშა ბექაურმა ფინალში უნგრელი როლანდ გოზი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

მან გადამწყვეტ ბრძოლამდე კორეელ იუეპ ჰანს, არგენტინელ მარიანო კოტო-ბერსიერს, უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს და იაპონელ კოსუკე მაშაიამას მოუგო.

ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.

sportall.ge