კვიპროსზე სომხეთისთვის მივდივართ - კვირის პალიტრა

კვიპროსზე სომხეთისთვის მივდივართ

სლოვენია, არგენტინა, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი - თებერვლის დასაწყისში გასამართავი ამხანაგური მატჩის სპარინგპარტნიორს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სწორედ ამ ნაკრებებს შორის არჩევდა, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფიფას მიერ ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილ დღეს - 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები კვიპროსზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს - კარის მეზობელთან სათამაშოდ კუნძულზე გამგზავრება რა საჭიროაო, მაგრამ გვავიწყდება, რომ თებერვლის დასაწყისი ამიერკავკასიაში ნამდვილად არ არის საფეხბურთო პერიოდი. თანაც, სომხებთან კვიპროსზე თამაში უკვე ტრადიციად გვექცა და თებერვლის მატჩი ამ კუნძულზე გამართული რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა იქნება: 2000 წელს ლიმასოლში ქართველებმა იმარჯვეს - 2:1, ოთხი წლის შემდეგ კი სომხებმა ნიქოზიაში მოგვიგეს - 2:0.

სულ ორ ნაკრებს ამხანაგურად აქამდე ოთხჯერ უთამაშია (ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს არ შევხვედრივართ). კვიპროსზე ჩატარებული მატჩების გარდა, ერთხელ ერევანში ვითამაშეთ 2000 წელს (0:M0) და ერთხელ - თბილისში. თბილისის "დინამოსა" და "არარატის" მუდმივ ქიშპობას თუ არ ჩავთვლით, სწორედ 1997 წელს გამართული ეს მატჩი ახსოვს ყველაზე კარგად ორივე ქვეყნის გულშემატკივარს, საქართველოს ნაკრებმა ხომ ეროვნულ სტადიონზე 7:0(!) მოუგო სომეხ მეზობლებს... ფიფას მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგში სომხეთის ნაკრები 59-ე ადგილზეა და 19 პოზიციით გვისწრებს.