12 მილიონი - ჯანოს ფასი გაორმაგდა?! - კვირის პალიტრა

12 მილიონი - ჯანოს ფასი გაორმაგდა?!

საქართველოს ნაკრებსა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს რუსულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულს უმთავრდება.

თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ახალგაზრდა ქართველი მოსკოვში ამდენ ხანს დატოვონ. 18 წლის ანანიძეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეთა შორის არაერთხელ დაუსახელებიათ, უკვე კარგა ხანია, ევროპული გრანდების სკაუტები დასტრიალებენ თავს. "ჩელსი", "არსენალი", "სევილია" - ეს ჯანოს შეძენის მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილია.

ბოლო დროს ქართველის გადაბირებით განსაკუთრებულად სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" იყო დაინტერესებული. რუსეთის ახალგამომცხვარი ჩემპიონი ფეხბურთელების შესაძენად უამრავ თანხას ხარჯავს, მაგრამ პიტერელებს ცოტა ხნის წინ ისეთი კონკურენტი გამოუჩნდათ, ძნელი სავარაუდოა, ანანიძისთვის ბრძოლის გაგრძელება შეძლონ. ინგლისის "მანჩესტერ სიტი" ახალგაზრდა ქართველში 6 მილიონ ევროს ჩამოდიოდა, მანჩესტერელთა იტალიელი თავკაცი - რობერტო მანჩინი კი პირადად ყოფილა დაინტერესებული ანანიძის ტრანსფერით.

P.S. თუ გასული კვირის ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციას ვერწმუნებით, "სიტი" ანანიძის სანაცვლოდ "სპარტაკს" 12 მილიონ ევროს სთავაზობს.