"ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მიეცა, მოსკოვში განიხილა კომისიამ და იცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს?"
07-12-2019
"ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მიეცა, მოსკოვში განიხილა კომისიამ და იცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს?"
ფოტო:დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, მანუჩარ მაჩაიძე
...თბილისის "დინამოს" მცველი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976-გაზაფხული/შემოდგომა), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი, "სპორტის რაინდის" წოდების მფლობელი (2013)...

ეს შეგიძლიათ ამოიკითხოთ ცნობარებში ფირუზ კანთელაძეზე. ასეთია ციფრები, საიდანაც თითქოს ყველაფერი ხელის გულზე ჩანს, არადა, რამდენი შრომა, რამხელა თავდადება და ფეხბურთის სიყვარული იმალება ამ მშრალი მონაცემების უკან...

"ლელომ" ქართული ფეხბურთის ვეტერანთან ინტერვიუ ჩაწერა. ფირუზ კანთელაძის საიმედო, კლასიან თამაშს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის აფასებ
და, აფასებს და მომავალშიც დააფასებს...

- ბატონო ფირუზ, როდის და როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- ბავშვობაში სვანეთის უბანში ვცხოვრობდი და ფეხბურთს თითქმის ყოველდღე ქუჩაში ვთამაშობდი. შემდეგ საცხოვრებლად საბურთალოზე, კრონშტადტის ქუჩაზე გადმოვედით და ფეხბურთის სათამაშოდ ბავშვები იპოდრომზე დავდიოდით ხოლმე. ჯერ 62-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მერე მე-60-ში გადავედი,
სადაც სასკოლო ნაკრების შემადგენლობაში თბილისის პირველობაზე ვმონაწილეობდი. ფეხბურთის გარდა, კალათბურთშიც გამოვდიოდი, ფრენბურთშიც, მძლეოსნობაშიც... იმ პერიოდის მე-60 სკოლიდან შემდგომში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზარდა, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში სპორტის სხვადასახვა სახეობაში გამოდიოდნენ. შემიძლია, ჩამოგითვალოთ ფეხბურთელები - რეზო ღვანიძე, ნუგზარ გულბანი, ძმები - ვაჟა, მურად, ნუგზარ და ზორბეგ ჩიტაურები, თენგიზ წურწუმია, თამაზ ღირდალაძე, შაქრო კობერიძე... მოჭიდავეები: ევროპისა და მსოფლიო თასის მფლობელები - გივი და დათო ყვარელაშვილები; კალათბურთელები - თამაზ ჩიხლაძე, ლევან ჩხიკვაძე, ვაჟა ჭკუასელი, ვალიკო კანდელაკი; წყალბურთელები - ვლადიმერ და ოთარ ისელიძეები, ჯიმი თორთლაძე...

- გაიხსენეთ თქვენი პირველი მწვრთნელები.
- თავიდან შევედი "ნორჩ დინამოელში", შემდეგ გადავედი "ბურევესტნიკში", სადაც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ - რეზო ღვანიძე, ნუგზარ გულბანი, თენგიზ წურწუმია, თემურ გრძელიძე და სწორედ მათ გამიწიეს რეკომენდაცია მწვრთელებთან - გოგი მამალაძესთან, ოთარ კინწურაშვილსა და თამაზ ქობულაძესთან. მოგვიანებით, "ბურევესტნიკი" დაიშალა და შეუერთდა ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლას, ეგრეთ წოდებულ "ფეშეემს", რომლის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ელოშვილი, მწვრთნელები კი გიორგი ბაქანიძე, ომარ ურთქმელიძე და ჯუმბერ თანანაშვილი გახლდნენ. ამ სკოლის სახელით 1966 წელს გავხდი ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1967 წელს ვერცხლისმედალოსანი - ჭაბუკებს შორის.

- თბილისის "დინამოში" როგორღა მოხვდით?

- 1966 წელს ალიოშა კოტრიკაძემ ამიყვანა თბილისის "დინამოში", ხოლო 1967 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში შემიყვანეს და იმავე წელს სტამბოლში ევროპის ჩემპიონი გავხდი.

- თქვენ თბილისის "დინამოსთან" ერთად ხართ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, "კარაველას თასის" გამარჯვებული... რომელი ტიტულია თქვენთვის ყველაზე ტკბილად მოსაგონარი?
- "დინამოს" შემადგენლობაში ჩემთვის ყველა გამარჯვება სასიხარულო და საამაყოა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები