რევიას და კაზაკოვას ცეცხლოვანი ცეკვა ყინულზე - ქართველი მოციგურავეები გრანპრის მფლობელები გახდნენ - კვირის პალიტრა

რევიას და კაზაკოვას ცეცხლოვანი ცეკვა ყინულზე - ქართველი მოციგურავეები გრანპრის მფლობელები გახდნენ

იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარეობს მსოფლიოს გრან პრი იუნიორთა შორის. მოცეკვავე წყვილების პროგრამაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ მოკლე პროგრამაც შესანიშნავად შეასრულეს, თავისუფალი პროგრამაც და გრან პრი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 68.76 ქულა დაიმსახურა და 0.04-ით გადაასწრო მეორეადგილოსან ამერიკელებს. საერთოდ კი, საჩემპიონოდ ექვსი წყვილი იბრძოდა. ისინი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩა.

ქართველებმა იყოჩაღეს 7 დეკემბერსაც, თავისუფალ პროგრამაში - საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში 174.90 ქულა მოაგროვეს და წლის ყველაზე პრესტიჟული გრან პრი მოიგეს. მეორე იყო ამერიკული წყვილი, მესამე - რუსული.