ვინ გაიბრწყინებს 2020 წელს? - კვირის პალიტრა

ვინ გაიბრწყინებს 2020 წელს?

უეფას ოფიციალური ვებგვერდის რეპორტიორებმა დაასახელეს 50 პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებისგანაც კაშკაშა სეზონს ელიან. ჩამონათვალში მოხვდა ყაზანის "რუბინის" და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, 18 წლის ზურიკო დავითაშვილიც: "ნახევარმცველმა გიგანტური ნახტომი გააკეთა საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში. ყოფილი შედეგიანი თავდამსხმელის სულიკო დავითაშვილის ვაჟი უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც არის", - ნათქვამია უეფა.ცომ-ის მოკლე დახასიათებაში.

ზურიკოს და საქართველოს ნაკრებს წარმატებულ 2020-ს ვუსურვებთ და აქვე გეტყვით, რომ უეფას ჩამონათვალში ჩვენი პოტენციური მეტოქის - კოსოვოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ბლენდი ბაფტიუც არის. ბაფტიუსა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეზე შედარებით მეტს ვილაპარაკებთ, ტოპ-50 ახალგაზრდა ფეხბურთელის სრული ჩამონათვალი კი ასეთია:

იასინ ადლი (საფრანგეთი, "ბორდო", 19 წლის), ალესანდრო ბასტონი (იტალია, "ინტერი", 20 წლის), ბლენდი ბაფტიუ (კოსოვო, "ბალკანი", 21 წლის), მირონ ბოადუ (ნიდერლანდები, "ალკმაარი", 18 წლის), დომაგოი ბრადარიჩი (ხორვატია, "ლილი", 20 წლის), მაარტენ ვანდევოორდტი (ბელგია, "გენკი", 17 წლის), ზინიო ვანჰოისდენი (ბელგია, "სტანდარდი", 20 წლის), იარი ვერსჰარენი (ბელგია, "ანდერლეხტი", 18 წლის), მეისონ გრინვუდი (ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი", 18 წლის), ჯონათან დევიდი (კანადა, "გენტი", 18 წლის);

რის ჯეიმზი (ინგლისი, "ჩელსი", 20 წლის), დოდო (ბრაზილია, "შახტარი", 21 წლის), ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი, "რენი", 17 წლის), ბუბაქარ კამარა (საფრანგეთი, "ოლიმპიკი", 20 წლის), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი, "ფიორენტინა", 19 წლის), მიჰალ კარბოვნიკი (პოლონეთი, "ლეგია", 18 წლის), ვადიმ კარპოვი (რუსეთი, ცსკა, 17 წლის), ჟიულ კონდე (საფრანგეთი, "სევილია", 21 წლის), სეკუ კოიტა (მალი, "ზალცბურგი", 20 წლის), დეიან კულუსევსკი (შვედეთი, "პარმა", 19 წლის);

დიეგო ლაინესი (მექსიკა, "ბეტისი", 19 წლის), ნოა ლანგი (ნიდერლანდები, "აიაქსი", 20 წლის), რაფაელ ლეაუ (პორტუგალია, "მილანი", 20 წლის), ბოგდან ლედნევი (უკრაინა, "დინამო" კიევი, 21 წლის), ლი კან ინი (სამხრეთი კორეა, "ვალენსია", 18 წლის), ფლორენტინუ ლუიში (პორტუგალია, "ბენფიკა", 20 წლის), დენის მანი (რუმინეთი, "სტიაუა", 21 წლის), გაბრიელ მარტინელი (ბრაზილია, "არსენალი", 18 წლის), ნიკოლა მორო (ხორვატია, "დინამო" ზაგრები, 21 წლის), სტრახინია პავლოვიჩი (სერბეთი, "პარტიზანი", 18 წლის);

ტროი პეროტი (ირლანდია, "ტოტენჰემი", 17 წლის), ტაკის რეცოსი (საბერძნეთი, "ბაიერი", 21 წლის), ბუკაიო საკა (ინგლისი, "არსენალი", 18 წლის), ოიან სანსეტი (ესპანეთი, "ატლეტიკი", 19 წლის), არნორ სიგურდსონი (ისლანდია, ცსკა, 20 წლის), ფაბიუ სილვა (პორტუგალია, "პორტუ", 17 წლის), დომინიკ სობოსლოი (უნგრეთი, "ზალცბურგი", 19 წლის), კელვინ სტენგსი (ნიდერლანდები, "ალკმაარი", 21 წლის), მაგომედ-შალი სულეიმანოვი (რუსეთი, "კრასნოდარი", 20 წლის), ბუბაქარ სუმარე (საფრანგეთი, "ლილი", 20 წლის);

ტომაშ ტავარეში (პორტუგალია, "ბენფიკა", 18 წლის), ტეტე (ბრაზილია, "შახტარი", 19 წლის), ფრანსიშკუ ტრინკანი (პორტუგალია, "ბრაგა", 20 წლის), ანსუ ფატი (ესპანეთი, "ბარსელონა", 17 წლის), ბრაიან ჰილი (ესპანეთი, "სევილია", 18 წლის), რაიან შერკი (საფრანგეთი, "ლიონი", 16 წლის), ოდსონ ედუარი (საფრანგეთი, "სელტიკი", 21 წლის), დიმიტრის ემანულიდისი (საბერძნეთი, "პანათინაიკოსი", 19 წლის), ტომაშ ესტევეში (პორტუგალია, "პორტუ", 17 წლის).

ბლენდი ბაფტიუ (კოსოვო, "ბალკანი", 21 წლის). ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი კოსოვოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია –- 10 გოლი 17 მატჩში! სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებენ და შესაძლოა საქართველოს ნაკრებთანაც მოუწიოს თამაშმა.

მეისონ გრინვუდი (ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი", 18 წლის). 17 წლის და 353 დღის იყო, როცა "ასტანას" ბურთი გაუტანა და გახდა "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც ევროთასზე გოლი გაუტანია. გასული წლის დეკემბერში პრემიერლიგაში პირველად ითამაშა "მანიუს" სასტარტო შემადგენლობაში. აქვს ჩინებული დარტყმა - ორივე ფეხით!

ანსუ ფატი (ესპანეთი, "ბარსელონა", 17 წლის). გასული წლის დეკემბერში "ბარსელონას" "ინტერის" დამარცხებაში დაეხმარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის და 40 დღის) ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. უკვე გამოძახებულია ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.

დეიან კულუსევსკი (შვედეთი, "პარმა", 19 წლის). "იუვენტუსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით "პარმაში" თამაშობს. გოლეადორის თვისებებით დაჯილდოებულმა ამ ნახევარმცველმა ჯერ ვერ მოასწრო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, თუმცა დიდი შანსია, "ევრო-2020"-ზე ვნახოთ შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში.

სეკუ კოიტა (მალი, "ზალცბურგი", 20 წლის). შემოდგომაზე ყველა ერლინგ ჰოლანდზე ლაპარაკობდა, თუმცა სეზონი მალის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმაც ჩინებულად დაიწყო: ავსტრიის ჩემპიონატის საწყის შვიდ შეხვედრაში ექვსი ბურთი გაიტანა!

ბუკაიო საკა (ინგლისი, "არსენალი", 18 წლის). არსენალის" შემადგენლობაში ევროთასებზე გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი 2008 წლის შემდეგ (მაშინ რეკორდი აარონ რემზიმ დაამყარა). გასული წლის სექტემბერში, ახალგაზრდა ინგლისელმა "აინტრახტს" 18 წლის და 14 დღის ასაკში გაუტანა.

ოიან სანსეტი (ესპანეთი, "ატლეტიკი", 19 წლის). საოცრად ტექნიკურმა შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ჩინებული მატჩები გამართა "ატლეტიკის" შემადგენლობაში და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა.