სტამბოლში, საერთაშორისო ტურნირზე ქართველი და უკრაინელი მოჭიდავეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
სტამბოლში, მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ინციდენტი მოხდა.

sportall.ge-ის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი ატყდა.

მათივე ინფორმაციით,ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები