World Soccer-მა ხავი აირჩია - კვირის პალიტრა

World Soccer-მა ხავი აირჩია

"ოქროს ბურთის" ახალი მფლობელი 10 იანვარს გახდება ცნობილი, თუმცა უკვე დასახელებულია ის სამი ფეხბურთელი, რომელთაგანაც "ფრანს ფუტბოლი", ამიერიდან

უკვე ფიფასთან ერთად, წლის საუკეთესო მოთამაშეს აირჩევს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამივე კანდიდატი "ბარსელონელია": ანდრეს ინიესტა, ხავი და ლიონელ მესი.

როგორც გახსოვთ, ამ სამიდან შარშანდელ გამოკითხვაში გამარჯვება არგენტინელს დარჩა. სავარაუდოდ, წელს გამარჯვებული შეიცვლება, რადგან "ხავინიესტა" (ასე ეძახიან ესპანელი ჟურნალისტები კატალონიური გრანდის ნახევარმცველებს) წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მესის არგენტინა კი ნახევარფინალშიც ვერ გავიდა. ამასობაში ჭორლდ შოცცერ-მა უკვე გამოავლინა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჟურნალის მკითხველთა 24,1%-ის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ "ბარსელონას" 30 წლის ნახევარმცველი ხავი ერნანდესი დასახელდა.