ყველაზე მოდური ზაზა - კვირის პალიტრა

ყველაზე მოდური ზაზა

ზაზა ფაჩულია ატლანტელ გულშემატკივარს ძალიან უყვარს. როდესაც "ჰოქსთან" კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა

ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კარგი ატმოსფერო და გულშემატკივრების მისდამი პატივისცემა დაასახელა. თუმცა, ორიოდ დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ატლანტელები ზაზას მხოლოდ მოედანზე არ აფასებენ.

სპეციალური გამოკითხვის მეშვეობით, ზაზა ფაჩულია ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ატლანტელად დაასახელეს. ქართველ მოთამაშეს მოდურად ჩაცმა რომ უყვარს, ჩვენც კარგად ვიცით, თუმცა, ამის "ოფიციალურად" დადასტურება მაინც სასიამოვნოა. მით უმეტეს, რომ ამ ნომინაციაში ჩვენებურმა არაერთ სახელოვან ატლანტელს, მათ შორის, მომღერალ აშერსაც აჯობა.