10 მილიონი ერთი ხმისთვის - კვირის პალიტრა

10 მილიონი ერთი ხმისთვის

ცნობილი გამოცემა  Newsweek-ის ჟურნალისტმა ჯონათან ალტერმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. ალტერის თქმით, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყველა იმ წევრმა, ვინც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კატარში ჩატარებას მისცა ხმა...

10 მილიონი დოლარის ჩეკი მიიღო! კატარი რომ უმდიდრესი სახელმწიფოა, ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა 2022 წლის მუნდიალის განაცხადის ბიუჯეტით (80 მილიარდი დოლარი) შეიხებმა მოლოდინს გადააჭარბეს. კატარის კანდიდატურის მხოლოდ მხარდაჭერისთვის, ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანს მადლიერების ნიშნად 11 მილიონი ევრო "ჩაუკუჭეს" და რა გასაკვირია, თუ ფიფას აღმასკომის წევრებსაც ჩამოურიგებდნენ 10-10 მილიონს?

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცი ზეპ ბლატერი დღემდე ირწმუნება, ფული არაფერ შუაშია, კატარი "ლამაზი თვალებისთვის" ავირჩიეთო, მაგრამ... აგერ უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ რუსეთისა და კატარის შემთხვევაში, ფული თავშიც არის და უკვე აღმასკომის წევრების ჯიბეშიც.