ლიგამ ფინალები დააბრუნა - კვირის პალიტრა

ლიგამ ფინალები დააბრუნა

გასული კვირის მიწურულს ქალაქ ნიონში გამართულმა კენჭისყრამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები დააწყვილა.

წყვილების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად თანაბარია, თუმცა, რამდენიმე მათგანი მაინც გამოირჩევა. უპირველესად, ალბათ, მაინც "ინტერი"-"ბაიერნი" - არა გუნდების სიძლიერის, არამედ შარშანდელი ფინალის გამო.

როგორც გახსოვთ, ლიგის წინა ფინალში სწორედ ეს ორი კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთს და მილიტოს დუბლის წყალობით "ინტერმა" 2:0 გაიმარჯვა. 2006 წლის ფინალს გაიმეორებენ "ბარსელონა" და "არსენალი", ჩემპიონთა თასის ცხრაგზის მფლობელი "რეალი" კი, რომელიც ბოლო ექვსი წელიწადია, მერვედფინალურ ეტაპს არ გასცდენია, ნავსის გატეხას შარშან თავის გამამწარებელ "ლიონთან" შეეცდება.

"ინტერი"    -    "ბაიერნი"

"ლიონი"    -    "რეალი"

"მილანი"    -    "ტოტენჰემი"

"ვალენსია"    -    "შალკე"

"რომა"    -    "შახტარი"

"არსენალი"    -    "ბარსელონა"

"კოპენჰაგენი"    -    "ჩელსი"

"მარსელი"    -    "მანჩესტერი"

პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს ჩატარდება.