ჭანტურია დაბინავდა - კვირის პალიტრა

ჭანტურია დაბინავდა

გიორგი ჭანტურიამ ჰოლანდიურ "ვიტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის თავდამსხმელი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ

მოთამაშედ არის მიჩნეული, ერთი წელიწადი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

მას "ჩელსიც" ეპატიჟებოდა, თუმც, ბოლო პერიოდი მაინც მერაბ ჟორდანიას კლუბ "ვიტესში" გაატარა და როგორც უკვე ვთქვით, გასულ კვირას მომავალი ოთხი წლით სწორედ ქალაქ არნემის კლუბს დაუკავშირა, ოღონდ, რადგან გიორგი 18 წლის აპრილში გახდება, "ვიტესში" თამაშის უფლებას მხოლოდ ამის მერე მიიღებს.