"გამოწვევას ვესროდი ადამიანებს, რათა ისინი უკეთესები გამხდარიყვნენ. არასოდეს მიღალატია ამგვარი მიდგომისთვის"
"გამოწვევას ვესროდი ადამიანებს, რათა ისინი უკეთესები გამხდარიყვნენ. არასოდეს მიღალატია ამგვარი მიდგომისთვის"
ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 41 წლის ბრაიანტი ბორტზე 8 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყო მისი 13 წლის ქალიშვილი. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

ამ ცოტა ხსნი წინ ვებგვერდზე The Player's Tribune გამოვიდა "ლეიკერსის" ლეგენდის კობი
ბრაიანტის ახალი წიგნის Mamba Mentality: How I Play-ის ("მამბას მენტალიტეტი: როგორ ვთამაშობ") ნაწყვეტი. ის შედგენილია კობის კომენტარებისგან ცნობილი ფოტოგრაფის ენდრიუ დი ბერნშტეინის ნამუშევრებზე.

The Undefeated-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრაიანტი ხსნიდა, რომ წერისას აღმაფრენას იღებდა მაიკლ ჯორდანის შესახებ შექმნილი წიგნებიდან, რომელსაც ბავშვობაში თავად კითხულობდა. "ყველაზე მეტად მომწონდა
კითხვა პროცესზე, ფუნდამენტალურ თვისებებზე, და არა იმაზე, თუ რას გრძნობდა ის მნიშვნელოვანი მატჩებისა თუ სროლების შემდეგ". შესაძლოა, სწორედ ამიტომ The Player's Tribune-ზე წარმოდგენილია სტატიკური ფოტოები, რომლებიც ცოცხლდებიან მხოლოდ კობის კომენტარებით. გთავაზობთ ამონარიდებს:
კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად
ბურთი

მახსოვს, ბავშვობაში როგორ შევეხე პირველად ნამდვილ საკალათბურთო ბურთს.

მომწონდა მისი ხელებში დაჭერა. ისეთი მონუსხული ვიყავი, რომ არც კი მინდოდა მისი გამოყენება. მე რომ ბურთის ტარება მომესურვებინა, გავცვეთავდი მას და დაიკარგებოდა წარწერები. მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს შემენარჩუნებინა მისი საწყისი სახე.

ბურთის იატაკზე კაკუნის ხმაც ძალიან მომწონდა. მისი ყოველი დაცემა მყარ ზედაპირზე. ხმის სიმკვეთრე. სიცოცხლისა და სინათლის ხმა.

ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მომწონდა ბურთში და თავად თამაშში. ისინი ჩემი გზის საფუძველში იყო ჩადებული. ის იყო მიზეზი, რატომ მივდიოდი იქ, სადაც მივდიოდი, ვცდილობდი იქ, სადაც ვცდილობდი, ვსწავლობდი იმას, რასაც ვსწავლობდი.

ყველაფერი იწყებოდა იატაკზე სწორედ იმ ბურთების დარტყმით, რომელიც ბავშვობაში მესმოდა.

ჯორდანი

ახალგაზრდობაში ბალანსი საერთოდ არ მქონდა.

შეხედეთ ამ სურათს. დაიწყეთ პოზიციით. მაიკლი დგას პირდაპირ, მისი სხეული მაღლა მიისწრაფის. მას არ აქვს არანაირი გადახრა, ამიტომაც, მყარად დგას ფეხებზე. ის აკონტროლებს თავის სხეულს და მთელ გათამაშებას.

ახლა, შეადარეთ ჩემს დაცვას. ხელით მის ზურგს ვეყრდნობი - ყველას ასე გვასწავლიან. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ჩემი პრობლემების საფუძველი. წინ ვარ გადახრილი, რისი გაკეთებაც, ნებისმიერ გარემოებაში აკრძალულია. მე მასზე ძალიან დიდი ზეწოლა მაქვს. ამან გრავიტაციასთან ერთად, ბალანსის დაკარგვამდე მიმიყვანა. მაიკლისგან ერთი მოძრაობა, ერთი მკვეთრი შემობრუნება მარცხნივ ან მარჯვნივ - მე უკან დავრჩები, მას კი შეეძლება ან სროლა ან ჩემი გავლა. ასეთი დაცვა არაფრად არ ვარგა.

საბედნიეროდ, მე ეს ფოტო ჯერ კიდევ 1998 წელს ვნახე. შევისწავლე ის, კორექტირება გავუკეთე ჩემს პოზასა და ბალანსს. ამის შემდეგ, ჩემ წინააღმდეგ ზურგით თამაში რთული გახდა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა