ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიგო - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა.

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ 2 ბრინჯაო.

sportall.ge