საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა - კვირის პალიტრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი მადრიდში 23:10 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ქართველებმა ესპანელებს 5:23 მოუგეს, ხოლო მეორე ნახევარი ესპანელების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა.

ცნობისთვის, ქართველებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაზე მეორე შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 თებერვალს, სამშობლოში გამართავენ.