საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა.შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი "ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს.საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა.მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 7 მარტს გამართავენ."ინტერპრესნიუსი"