პარაგვაიში რონალდინიო დააკავეს - კვირის პალიტრა

პარაგვაიში რონალდინიო დააკავეს

ცნობილი ბრაზილიერი ფეხბურთელი, რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამოყენების გამო დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, სპორტსმენი და მისი ძმა ქვეყნაში ყალბი საბუთით შევიდნენ. გავრცელებული ცნობებით, ძმები დანაშაულს არ აღიარებენ.

"ჩვენ ვაფასებთ მის სპორტულ პოპულარობას, მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს",-განაცხადა პროკურორმა მედიასთან საუბარში.