ახალი წლიდან ახალი სიმბოლო? - კვირის პალიტრა

ახალი წლიდან ახალი სიმბოლო?

ახალი წლისთვის ყველა სხვადასხვა სურვილს ჩაუთქვამდა: ზოგს ახალი სახლი უნდა, ზოგს ავტომანქანა და ზოგსაც პრეზიდენტობა. თუმცა, არიან გამონაკლისებიც.

მაგალითად, პარაგვაელ მოდელ ჯესიკა სლაის ყველაზე მეტად ის უნდა, 2011 წელს, არც მეტი, არც ნაკლები... ფეხბურთის ახალ სექსსიმბოლოდ იქცეს! როგორც ჩანს, 22 წლის ლამაზმანს მოსვენება დააკარგვინა თანამემამულე ლარისა რიკელმეს თავბრუდამხვევმა წარმატებამ.

მომხიბვლელი ლარისა ისე მხურვალედ (და ისეთ ფორმაში) ქომაგობდა პარაგვაის ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ მუნდიალის სიმბოლოდ თუ არა, ჩემპიონატის ყველაზე სექსუალურ ქალად ნამდვილად იქცა და სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.

ჰოდა, ჯესიკასაც იგივე სურს, თუმცა, რიკელმეს ახალგაზრდა კონკურენტს ამისათვის გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება, 2011-ში ხომ მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდება... ჯესიკა სლაიზე ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მადრიდის "რეალის" თავგადაკლული ფანია და მიუხედავად სამხრეთამერიკული წარმომავლობისა, ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარი გახლავთ.