წყალში ვდგავარ... - კვირის პალიტრა

წყალში ვდგავარ...

არ ვიცი, ცეცხლი რომელ მათგანს უკიდია, ალბათ, უფრო როჯერ ფედერერს, რადგან ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აგებს უშუალო კონკურენტ რაფაელ ნადალთან და

უკვე რეიტინგშიც გვარიანად ჩამორჩება, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მსოფლიოს ეს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ერთგვარ "ტკბილ წყვილად" იქცა და საჩვენებელ მატჩებშიც ხშირად მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი მატჩი რაფამ და როჯერმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირის დაწყებამდე... წყლის კორტზე ჩაატარეს და "ხმელეთზე" განუმეორებელი შთაბეჭდილებებითაც დაბრუნდნენ. ორიოდე წლის წინ პლანეტის საუკეთესო მეჩოგნეებმა საჩვენებელი შეხვედრა დუბაიში, ცათამბჯენის სახურავზე მოწყობილ სპეციალურ კორტზეც გამართეს, თუმცა, წყალზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ და კარგადაც იხალისეს