მიდის, მოდის, იქვე დგას... - კვირის პალიტრა

მიდის, მოდის, იქვე დგას...

ამ გამოცანის პასუხი ყველა თქვენგანმა კარგად იცის, თუმცა, ამჯერად "მილანის" ნახევარმცველ რონალდინიოზე ვლაპარაკობთ. ვეტერანი ბრაზილიელი უკვე წავიდა

იტალიური კლუბიდან, თუმცა... ბოლომდე არ წასულა და იქნებ მილანშივე დარჩეს. გუნდის თავკაცად მასიმილიანო ალეგრის დანიშვნის შემდეგ, ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და სამშობლოში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

რონალდინიოს გადაბირება "პალმეირასსა" და "ფლამენგოს" სურთ, მაგრამ ყველაზე მეტად "გრემიო" აქტიურობს და ფეხბურთელი ბრაზილიაში სწორედ ამ კლუბთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. თუ ახალი კლუბი ვერ გამონახა, 30 წლის ნახევარმცველს ისევ "მილანში" დაბრუნება მოუწევს. სილვიო ბერლუსკონის გუნდი ამჟამად დუბაიშია და იტალიის ჩემპიონატისთვის იქ ემზადება. ეს ფოტო სწორედ არაბეთშია გადაღებული - სამშობლოში წასვლამდე რონიმ მილანელებთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.