ვან ნისტელროი "რეალისკენ" იწევს - კვირის პალიტრა

ვან ნისტელროი "რეალისკენ" იწევს

გერმანული Kicker-ი, რომელიც ნამდვილად არ მიეკუთვნება იაფფასიანი სენსაციების მოყვარულ ყვითელ პრესას, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გერმანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ "ჰამბურგის" 34 წლის თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი ამჟამინდელი კლუბისგან ისევ "რეალში" დაბრუნებას ითხოვს.

"რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ არაერთხელ დაიჩივლა, რომ ერთადერთი ფორვარდის, ქარიმ ბენზემას ამარაა დარჩენილი და ახალი თავდამსხმელის დამატებას ითხოვს. ჰოდა, შეიტყო თუ არა ამის შესახებ, ვან ნისტელროის მაშინვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუნდა დაბრუნება და "ჰამბურგს" ულტიმატუმიც წაუყენა.

ახალი არ არის, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღების სურვილით არ იწვის, აი, სახელგანთქმული ჰოლანდიელი ფორვარდის ექვსთვიანი იჯარა კი მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს "რეალის" თავკაცი. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, რუდის ანგარიშზე 64 მადრიდული გოლია 96 შეხვედრაში.

ამასობაში,  ესპანური არცა  იმ რვა თავდამსხმელის გვარს ასახელებს, რომლებიც "რეალის" სამიზნეში არიან მოქცეული. ესენია: ემანუელ ადებაიორი, მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი, თეოფანის გეკასი, ადამ სალაი, ლისანდრო ლოპესი, ნელსონ ვალდესი და ლუიშ ფაბიანო.