იაშვილმა გოლით გახსნა - კვირის პალიტრა

იაშვილმა გოლით გახსნა

ზამთრის შესვენების შემდეგ მატჩები მეორე ბუნდესლიგაშიც გაიმართა. სასიხარულოა, რომ თავის გამოჩენა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრე

იაშვილმაც მოახერხა. "იაშკა" "კარლსრუეს" კაპიტანია და ისე ითამაშა, როგორც გუნდის ლიდერს შეეფერება. "კარლსრუემ" "ფიურტს" უმასპინძლა და აგებდა კიდეც, მაგრამ 77-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რომელიც იაშვილმა შეასრულა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.