ბურთი...საკუთარ კალათაში - კვირის პალიტრა

ბურთი...საკუთარ კალათაში

"მინესოტა ტიმბერვულვზის" სერბმა კალათბურთელმა დარკო მილიჩიჩმა "ვაშინგტონ უიზარდთან" მატჩისას, ბურთი შემთხვევით... საკუთარ კალათაში მოათავსა!

კურიოზული ეპიზოდი მატჩის პირველ მეოთხედში მოხდა, როცა სერბი საკუთარ ფართან ბურთისთვის ვაშინგტონელთა ფორვარდ ელ ტორნტონთან იბრძოდა და...

"სამართლიანად მოპოვებული" ორი ქულა ტორნტონმა მშვიდად ჩაიწერა საკუთარ აქტივში. მილიჩიჩის საბედნიეროდ, მისმა გუნდმა  საბოლოო ჯამში გაიმარჯვა 12-ქულიანი სხვაობით, ასე რომ, ის ორი ქულა გადამწყვეტი ნამდვილად არ აღმოჩნდა.