მიაღწევს სუარესი ტორესამდე? - კვირის პალიტრა

მიაღწევს სუარესი ტორესამდე?

"ლივერპულში" დიდი ამბებია. მერსისაიდულმა კლუბმა, როგორც იქნა, მიაღწია საწადელს და "აიაქსისგან" 24 წლის ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი შეიძინა.

ამსტერდამელებმა ინგლისური გრანდის შეტევას ვეღარ გაუძლეს და საუკეთესო მეგოლეს (111 გოლი 159 მატჩში - ასეთია სუარესის სტატისტიკა "აიაქსში" - ავტ.)  26,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელივნენ. თუ ლუისის შედეგიანობას გავითვალისწინებთ, მან და ფერნანდო ტორესმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევი ხაზი უნდა შექმნან, ოღონდ... მთავარია, "ელ ნინიო" "ლივერპულში" სუარესის მისვლამდე დარჩეს. საქმე ის არის, რომ ესპანელი ფორვარდის გადასაბირებლად ლონდონის "ჩელსი" იბრძვის და "წითლებს" 35 მილიონი გირვანქა სტერლინგიც შესთავაზა. "ლივერპული" კი ირწმუნება, ტორესი არ იყიდებაო, მაგრამ საზღვარი არც აბრამოვიჩის მადას აქვს და არც ფინანსებს. ასე რომ...