გახსოვთ, ვოვა რუბაშვილი?!

ვლადიმერ რუბაშვილი, ახლობელებისთვის უბრალოდ ვოვა - კაცი, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ლეგენდად იქცა!

"რომანტიკოსი მოჭიდავე", "ირემივით ლაღი", "ხალიჩის მინდია", "ჭიდაობის მაესტრო" - ასე ამკობდა ქართული პრესა სახელოვან მოჭიდავეს. იაპონური გაზეთები კი, ვლადიმერ რუბაშვილზე წერდნენ: "შეუპოვარი", "სასახარაზე უფრო შედეგიანი", "კაცი ილეთების ფეიერვერკით"!

მეხის გავარდნას ჰგავდა 23 წლის ვლადიმერ რუბაშვილის მოულოდნელი გარდაცვალება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ზედიზედ მოიპოვა. ვოვა ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

თურმე, სახელგანთქმულ იაპონელ ფალავანს - კოგას მის საპატივცემულოდ დღესაც ულვაში აქვს მოშვებული.

"და ჰაი
გიდი, 
შეჯიბრზე მაშინ აღმოჩნდა მსაჯი,
ისეთი მკაცრი,
არად ჩააგდო თურმე ულვაში -
თავმოწონება ქართველი კაცის.
დიახ, უბრძანა ქართველ ფალავანს,
დაუმარცხებელ ჭაბუკ რუბაშვილს…
- ხედავ?… მეტოქეს შენსას არა აქვს,
გაიპარსეო ჩქარა ულვაში…"
- წერს იოსებ ნონეშვილი.

შეურაცხმყოფელი იყო ქართველი ვაჟკაცისთვის მსაჯის შეთავაზება:

"და ის ქართველი გროშად არა
ღირს,
(ამ ფიქრმა გული უფრო დაკაწრა),
ვინც სხვისი ჟინით სხვისი კარნახით,
ულვაშს მოუშვებს ან გაიპარსავს!"

გაცეცხლებულ ჭაბუკს მსაჯის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია და ტატამზე გასვლაზე უარი განუცხადებია, რაც ავტმატურად წაგებაში ეთვლებოდა, მაგრამ არც ვოვას მეტოქე იაპონელი გამომდგარა ნაკლები - საჭიდაოდ არც მე გავალ და ამიერიდან ულვაშსაც მოვუშვებ, რადგან ჩვენს შორის განსხვავება არ იყოსო, - უთქვამს. მას შემდეგ კი, რაც იაპონელ ფალავანს ქართველი მოჭიდავის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ შეუტყვია, ულვაში აღარც მოუშორებია. რა თქმა უნდა, სამაყოა, რომ იაპონიაში სახელგანთქმული ფალავანი ქართველისადმი პატივისცემას დღემდე ასე გამოხატავს.

ვოვას მეგობრები საინტერესო ამბებს იხსენებენ მისი სპორტულ მოღვაწეობიდან.

ვახტანგ ბალავაძე (მსოფლიო ჩემპიონი): "ბრწყინვალე სტარტი აიღო რომის ოლიმპიადაზე საბჭოთა გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოჭიდავემ, 20 წლის რუბაშვილმა, რომელსაც პირველი შეხვედრა ირანის "ოქროს იმედთან", ჰადემთან ჰქონდა.
ჭიდაობა რუბაშვილის ელვისებური იერიშით დაიწყო, რასაც ირანელის ბეჭებზე გაგორება მოჰყვა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც წაუყრუა ამ ფაქტს. ვლადიმერმა ილეთი გაიმეორა და კვლავ ძირს დასცა მეტოქე. შუამავალმა არბიტრმა არც ახლა ჩაუთვალა მას წმინდად მოგება. სიბრაზისგან აცახცახებულმა ვოვამ მესამედ სცადა ბედი, ჰაერში აიტაცა ირანელი, დაატრიალა და ძალუმად დაიქნია ძირს. Oორიენტაციადაკარგულმა ჰადემმა ბეჭებზე დავარდნამდე უნებურად ძლიერად გამოჰკრა ფეხი მსაჯს და ორივენი ერთდროულად აღმოჩნდნენ ხალიჩაზე გაკრულები. აღტაცებულმა ხალხმა ოვაციებით გააცილა ვლადიმერ რუბაშვილი."…

KvirisPalitra.Geთამაზ კვაჭანტირაძე (ლიტერატორი): "20 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ვლადიმერ რუბაშვილი კომუნისტურმა უშიშროებამ პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნია და "გაუსვლელი" (როგორც რუსები იტყვიან, "ნევიეზდნოი") გახადა. საბაბიც მოინახა - თაყვანისმცემელი იაპონელი გოგონას წერილი, სადაც იგი თითქოს პაემანს უნიშნავდა ვოვა რუბაშვილს შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის გამო არ გაუშვეს ჩემპიონატზე შეუდარებელი სპორტსმენი, ამასთან, სხვა საზღვარგარეთული ტურნირებიც გააცდენინეს.
მოკლედ, არწივი საქათმეში გამოამწყვდიეს! მას ხომ ავნეს და ავნეს, თავსაც ივნეს - იმ ხანად საბჭოურმა სპორტმა მედალი ვერსაიდან ვეღარ ჩამოიტანა."

ზაურ მჭედლიშვილი (ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში): "ვლადიმერ რუბაშვილი ფეხს თავად სთავაზობდა მოწინააღმდეგეს და ამის შემდეგ არწივივით აცხრებოდა.დრო მიდის, თაობები იცვლებიან, იცვლება ჭიდაობის წესები, წონითი კატეგორიები, ყველა თაობას ჰყავდა და ეყოლება თავისი კერპი. ჩემი თაობისთვის და ჭიდაობის მოყვარულთათვის, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ვლადიმერ რუბაშვილი ხალიჩაზე, ყველა დროის ჩემპიონად რჩება!"…


P.S. ახლახანს, როცა სოციალურ ქსელში ერთმა "საზოგადო მოღვაწემ" ერთ-ერთ გაპოლიტიკოსებულ პერსონას "პედერასტი" უწოდა და ამით ყველა მხოლოდ საკუთარ ზნედაცემულობაზე აალაპარაკა, ვიფიქრე, ყველაფერთან ერთად ქართველებს ზნეობრივი და მორალური მაგალითის მომცემი ადამიანებიც დაგვაკლდა-მეთქი. არადა, ხომ იყვნენ ერის შვილები, რომლებიც თავიანთი არსებობით ერთგვარ იდეოლოგიას ქმნიდნენ ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე, პატიოსნებაზე...
ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ვლადიმერ რუბაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი - "და დარჩა ხსოვნა", სულმოუთქმელად წავიკითხე…  

(სპეციალურად საიტისთვის)

mcinari rubashvili
16 აგვისტო 2017 10:09
ნუთუ იმ დროის ქვეყნის მმართველებმა ოდნავ მაინც სვინდისის ქენჯნა არ იგრზნეს მათი მიზეზით რომ ასე ტრაგიკულად დასრუ;ლდა საქართველოს საამაყო შვილის , სრულიად ახალგაზრდა ულამაზესი ამაყი ქართველი ტალანტის ამ ქვეყნიდან უეცარი წასვლა ?! მათმა შთამომავლობამ ზღოს ვოვა რუბაშვილის წინაშე ჩადენილი ცოდვისთვის დ ა იმ მწარე ხვედრისთვის , რამდენი ამნაირი შემთხვევა მომხდარა ალბატ ნამდვილი ალმასივით ბიჭები გვერდზე გაუწევიათ და ნაკლები შესაძლებლობის ოღონდ მათი მონა მორჩილი კი გაუმწესებიათ მსოფლიო ჩემპიონატზე , იმ ასპარეზზე, სადაც იციან რომ იმ ადამიანის წასვლა არაფრის მომცემი იქნება ქვეყნის და საერთო საქმისთვის, დღესაც ბევრი ამდაგვარი ექსცესები ხდება სპორტში დიდი ფული ტრიალებს დიდი სახელი და ტრამპლინი ხდება ბევრი უვარგისისთვის ,სამაგიეროდ ქვეყანა ზარალდება საერთპ საქმე უკან უკან მიდის , ყველგან რომ ასეა ხდება იმიტომაცაა ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხეში , ახალგაზრდობას გაფრთხილება სჭირდება ამას უნდ ა დროულად მიხვდეს ჩვენი მთავრობა და ხელისუფლების მესვეურები , თორემ ისედაც გაწყალებულ ქვეყანას სათითაოდ რომ აკლდება ანგელოზივით ბიჭები , გაქცევაზე რომმ უჭერია თვალი ყველას ეს არ არის დასაფიქრებელი?
ლექსო რუბაშვილი
01 ივლისი 2011 17:15
რუბაშვილზე რო წიგნი გამოვიდა სად შეიძლება ყიდვა?
mozidave
04 თებერვალი 2011 14:00
საოცარი სახელი დატოვა ამ ადამიანმა. მამაცჰემი იცნობდა ერტად ვარჯისჰობდნენ და ისეთი პატივისცემიტ იხსენებდა ყოველტვის რომ ბავსჰვობასჰი რაგაც სგაპრული გმირი მეგომა. Gმერტმა გაანატლოს ორივეს სულები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა