"ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას" - კვირის პალიტრა

"ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას"

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა. როგორც სპორტსმენი სოცილურ ქსელში წერს, მისთვის ლენტეხის გამგებელს გამარჯვება არ მიულოცია:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლენტეხის რაიონის გამგებელს ... არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო!!!  სამი თვე ვიყავი ლენტეხში და არავინ მოვიდა, არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა. ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას .. დავუშვათ, 1 თვე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო პანდემიის გამო, მაგრამ,უკვე,როდესაც ვნახე,რომ მოინახულეთ რამდენიმე ადამიანი, თან ვითომ არც იცოდით, რომ მე სვანეთში ვიყავი !! დავუშვათ არ იცოდით, ხომ გითხრეს ,რომ აქ ვიყავი. იმის მერე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მაინც არ შეიწუხეთ თავი !! "ეთოს,1000ლარი მივეცი წინა წელსო".სავარაუდოდ, ალბათ 2018 წელი იგულისხმეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ არ არის საამაყო და სატრაბახო ის, რომ 1000 ლარი მიეცით სპორტსმენს 2018 წელს და არაფრად ჩააგდეთ, პირადად არც კი მოგილოციათ ევროპა და მსოფლიო! ასე გვაფასებენ ლენტეხში სპორტსმენებს ! "პატივს გვცემენ" !! იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ვყავართ ლენტეხს, ვერ მოიცალეს ამდენის მილოცვისთვის " - წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში

ინფორმაციისთვის, 2019 წლის 17 ოქტომბერს ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო