მესი-რებული შეტევა თმაზე
სანამ პანდემიისგან გაჩერებული ფეხბურთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, ისღა დაგვრჩენია, სპორტის საყვარელ სახეობას "სხვა მხრიდან" შევხედოთ. ამჯერად, ლიონელ მესი და მისი შეტევები... თმაზე! წლებია, მხოლოდ თვითონ იცვლება და ისიც მხოლოდ გარეგნულად. მისი თამაში კი დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორიც ათი წლის წინ. ამ დროის განმავლობაში, მეტოქეებთან ერთად, ლეო მესი თავის თმასაც გულმოდგინედ ებრძვის და ბოლო წლებში ვარცხნილობასაც ლამის მაისურებივით ხშირად იცვლის. დღევანდელი ფოტოგალერეის ნახვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით: