მესი-რებული შეტევა თმაზე - კვირის პალიტრა

მესი-რებული შეტევა თმაზე

სანამ პანდემიისგან გაჩერებული ფეხბურთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, ისღა დაგვრჩენია, სპორტის საყვარელ სახეობას "სხვა მხრიდან" შევხედოთ. ამჯერად, ლიონელ მესი და მისი შეტევები... თმაზე! წლებია, მხოლოდ თვითონ იცვლება და ისიც მხოლოდ გარეგნულად. მისი თამაში კი დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორიც ათი წლის წინ. ამ დროის განმავლობაში, მეტოქეებთან ერთად, ლეო მესი თავის თმასაც გულმოდგინედ ებრძვის და ბოლო წლებში ვარცხნილობასაც ლამის მაისურებივით ხშირად იცვლის. დღევანდელი ფოტოგალერეის ნახვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით: 2017 წელს მესის თმა-წვერი ჩვეულ ფერს დაუბრუნდა, თუმცა წვერის შეკრეჭას აშკარად ნაკლებ დროს უთმობს, ვიდრე თმას!

მისდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, 2013 წელს ლეომ ნეიმარი გაიცნო და... თმაზე ჩასატარებელი ექსპერიმენტებისთვის ბრაზილიელზე უკეთეს 'მასწავლებელს' სად იპოვიდა?! ეს კი 2016 წლის მთავარი სიურპრიზია: ყველასთვის მოულოდნელად, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ქერათმიანი და ჟღალწვერა გახდა! სამწუხაროდ, ლეოს და არგენტინის ნაკრებს ვერც ლიდერის ახალმა იმიჯმა უშველა და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მესიმ მორიგი ფინალი წააგო.