ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ცესკა-ში გადადის?- რას წერს აღფრთოვანებული რუსული მედია
ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ცესკა-ში გადადის?- რას წერს აღფრთოვანებული რუსული მედია
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს. championat-ზე შენგელიას მოსკოვურ გუნდში შესაძლო გადასვლას ვრცელი წერილი მიუძღვნა ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე ეფექტური შემადგენლობა ჰყავს. აგიხსნით რატომ:

მიიჩნევდნენ, რომ შენგელიას რუსეთისადმი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ქართველი მოსკოვში გამოემგზავრება. თორნიკე ჯეიმსთან და მილუტინოვთან ერთად მძლავრ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს

ცსკა-მ "ბასკონიას" მძიმე ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის თაობაზე ბერძნულმა გამოცემა SDNA-მ იუწყა და რიგმა
ევროპულმა წყარომაც დაადასტურა.

"ბასკონიასთან" შენგელიას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული,
რომლის გამოსასყიდად ცსკა დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხა შეიძლება უფრო მცირეც იყოს, ახლა უკანასკნელი დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ოფიციალურად მხოლოდ მომავალ თვეში გამოაცხადებენ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდება. მიუხედავად კორონავირუსისა, პირინეებზე ჩემპიონატის 17
ივნისისთვის განახლება გადაწყვიტეს. შენგელია გმომშვიდობების წინ შეეცდება "ბასკონიას" ტიტული მოაგებინოს, თუმცა ქვეცნობიერად უკვე ცსკა-ს მოთამაშე იქნება.

შენგელიასადმი ცსკა-ს ინტერესზე ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდებოდა, თუმცა საქმე შეთანხმებამდე არ მიდიოდა. ამბობდნენ, რომ ქართველი ცუდად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი და ამიტომ არანაირ ტრანსფერზე საუბარიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის თქმისას თითქოს თორნიკეს მიერ მედიაში გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ მის ინტერვიუებში შეურაცხმყოფელი საძიებო სისტემაში არაფერი არ იძებნება და ეს ყველაფერი მოგონილს ჰგავს.

ცსკა-სთან მატჩების შემდეგ შენგელია არაერთხელ მეგობრულად გაესაუბრა ანდრეი ვორონცევიჩსა და "არმიელთა" სხვა კალათბურთელებს. ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქართველ კალათბურთელს რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები