სერენას ფეხი შერჩა - კვირის პალიტრა

სერენას ფეხი შერჩა

რომ გვეგონა, სერენა უილიამსის საქმე მისივე კანის ფერივით შავადააო, არ ყოფილა მართალი. რამდენიმე ვებგვერდი ირწმუნებოდა, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, ძვლის ანთება (ოსტეომიელიტი) მკურნალობას აღარ ექვემდებარება, რაც ანტიბიოტიკების ხანგრძლივად გამოყენების ბრალიაო.

29 წლის ჩოგბურთელი კორტზე "უიმბლდონი-2010"-ის შემდეგ აღარ გამოჩენილა, წონაშიც შესამჩნევად დაიკლო და ბოლო თვეების განმავლობაში ყველგან "შეფუთული" ფეხით ჩნდებოდა, რამაც მავანთა ფანტაზიას გასაქანი მისცა და... როგორც აღმოჩნდა, შავტუხა ამერიკელის საქმე არც ისე ცუდად არის. მეტიც, ჩოგბურთელმა ჟურნალისტებს ის თარიღიც კი დაუსახელა, როცა კორტზე დაბრუნებას შეძლებს - 8 მარტს პორტლენდში საჩვენებელი ტურნირი აიღებს სტარტს და როგორც თავად ამბობს, იქ სერენაც მოიქნევს ჩოგანს. ასე რომ, როგორც გაირკვა, სერენას "ტიტულებს" კიდევ ერთი - "ყოფილი და ცალფეხა ჩემპიონი" აღარ დაემატება.

ტიტულები კი იცოცხლე, თავზე საყრელად აქვს: მოქმედ ჩოგბურთელთაგან სერენა უილიამსი ერთადერთია, ვისაც "დიდი სლემის" ყველა ტურნირი აქვს მოგებული ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. 2009 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელი ქალის ტიტულსაც ატარებს.