თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - როგორ აღნიშნა გამარჯვება ქართველმა კალათბურთელმა
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - როგორ აღნიშნა გამარჯვება ქართველმა კალათბურთელმა
30 ივ­ნი­სი ის­ტო­რი­უ­ლი დღეა - სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მის­მა "ბას­კო­ნი­ამ" ფი­ნალ­ში "ბარ­სე­ლო­ნა" 69:67 და­ა­მარ­ცხა. სა­ჩემ­პი­ო­ნო თასი კი შენ­გე­ლი­ამ ჩა­ი­ბა­რა, რად­გა­ნაც ის "ბას­კო­ნი­ას" კა­პი­ტა­ნი­ცაა.

ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა "ბას­კო­ნი­ას" გა­მარ­ჯვე­ბა­ში ერთ-ერთი გარ­დამ­ტე­ხი როლი ითა­მა­შა. გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო. ასე­ვე ღი­რე­ბუ­ლი ექ­ვსი ქულა მი­ით­ვა­ლა (ორი სა­მი­ა­ნით) ბოლო წუ­თებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბულ­მა ამე­რი­კელ­მა მეტ ჯე­ნინ­გმა.

ფი­ნალ­ში თორ­ნი­კეს სტა­ტის­ტი­კა ასე­თი იყო: 33 წუთი, 14 ქულა, 4 მოხ­სნა, 2
პასი, 2 ჩაჭ­რა, 2 და­ფა­რე­ბა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ თო­კომ დიდი როლი ითა­მა­შა "ბარ­სას" ლი­დე­რის, ნი­კო­ლა მი­რო­ტი­ჩის შე­ჩე­რე­ბა­ში. ნი­კო­ლამ მე­ხუ­თე გოლი სწო­რედ თო­კოს­თან ბრძო­ლა­ში მი­ი­ღო.

მეტ ჯე­ნინ­გმა 20 წუთ­ში 8 ქულა მი­ით­ვა­ლა. "ბას­კო­ნი­ას" ბომ­ბარ­დი­რი ლუკა ვილ­დო­სა გახ­და, რო­მელ­მაც 17 ქულა ჩა­აგ­დო.

თორ­ნი­კეს უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტმა მი­რო­ტიჩ­მა
25 წუთ­ში 8 ქულა და 1 მოხ­სნა მო­აგ­რო­ვა. მისი მო­ნა­გა­რის სიმ­წი­რის მი­ზე­ზი ქარ­თვე­ლი ფორ­ვარ­დი იყო.

ნა­მატ­ჩევს თორ­ნი­კე კა­ლათ­ზე ავი­და და, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტან­მა ბადე ჩა­მოჭ­რა. თორ­ნი­კეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი. ამ გა­მარ­ჯვე­ბით "ბას­კო­ნი­ამ" ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მე­ო­თხედ მო­ი­გო. რე­კორდსმე­ნი "რე­ა­ლია" - 34 გა­მარ­ჯვე­ბით.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები