"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით..." - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი გახდა
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით..." - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი გახდა
მოს­კო­ვის ცსკა-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია რუ­სუ­ლი კლუ­ბის წევ­რი გახ­და.

"თოკო დი­ნას­ტი­ის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია - მა­მა­მი­სი, კახა სსრკ-ს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი იყო და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ ით­ვლე­ბა.

სა­კა­ლათ­ბურ­თო გა­ნათ­ლე­ბა უმ­ცროს­მა შენ­გე­ლი­ამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს­პა­ნურ "ვა­ლენ­სი­ა­ში" მი­ი­ღო, რომ­ლის რი­გებ­შიც ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში მოხ­ვდა, შემ­დეგ კა­რი­ე­რა ბელ­გი­ა­ში გა­ნაგ­რძო და ამე­რი­კელ­მა სკა­უ­ტებ­მა სწო­რედ იქ შე­ამ­ჩნი­ეს.

NBA-ის 2012 წლის დრაფტ­ზე ქარ­თვე­ლი 54-ე ნომ­რად "ფი­ლა­დელ­ფი­ამ" აირ­ჩია და მა­ლე­ვე "ბრუკ­ლინ­ში" გა­უშ­ვა. 2 სე­ზო­ნის
გან­მავ­ლო­ბა­ში თორ­ნი­კე NBA-ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ბო­ლოს ევ­რო­პა­ში დაბ­რუნ­და და ბოლო 6 წელი "ბას­კო­ნი­ას" რი­გებ­ში გა­ა­ტა­რა. სწო­რედ ბას­კურ კლუბ­ში თა­მა­შით მო­ი­პო­ვა ევ­რო­პის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მძი­მე ფორ­ვარ­დის სტა­ტუ­სიც,"- წე­რია ცსკა-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"არ­მი­ელ­თა" სა­ი­ტი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის პირ­ველ კო­მენ­ტარ­საც აქ­ვეყ­ნებს:

"ბედ­ნი­ე­რი ვარ ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რი­გებ­ში გა­
დას­ვლით და ერთი სული მაქვს რო­დის შევ­ძლებ სა­უ­ცხოო მო­თა­მა­შე­ე­ბის გვერ­დი­თა და ბრწყინ­ვა­ლე მწვრთნე­ლე­ბის და­მო­ძღვრით თა­მაშს. იმე­დი მაქვს, ცსკა-სთან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­სა და ვი-თი-ბი ლი­გა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წევთ", - ამ­ბობს შენ­გე­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას "ცსკა"-ში შე­საძ­ლო გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა და თუ შენ­გე­ლია "ცსკა"-ში გა­და­ვა, ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები