სასამართლო გადაიდო, ტურნირი იწყება - კვირის პალიტრა

სასამართლო გადაიდო, ტურნირი იწყება

16 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომა, რომელსაც საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე უნდა განეხილა, ბრალდების მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ ეტაპზე პროკურატურამ სათანადო მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო და ვადის გახანგრძლივების თხოვნით სასამართლოს თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ჩოგბურთელს შემაკავებელი ორდერების ნაწილიც მოეხსნა.

ამასობაში, ისიც გაირკვა, რომ პანდემიის შემდეგ პირველ ტურნირში საქართველოს პირველი ჩოგანი 14 აგვისტოდან ჩაებმება. სწორედ მაშინ იწყება ვაშინგტონის საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 1 953 285 აშშ დოლარია. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 48 ჩოგბურთელი (მათ შორის ძირითად ბადეში განთესილი 37 მოთამაშე, რომელთა შორის მსოფლიო რეიტინგის 28-ე პოზიციაზე მყოფი ქართველიც არის).