ნაცუ ბაშო ნაწილობრივ შევსებული ტრიბუნებით
ნაცუ ბაშო ნაწილობრივ შევსებული ტრიბუნებით
19 ივლისს ტოკიოში ნაცუ ბაშო დაიწყო. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მაისის ბაშო არ ჩატარდა. ივლისის ბაშოს გამართვა კი ცარიელი ტრიბუნების წინ იგეგმებოდა. თუმცა, იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა გულშემატკივრისთვის ტურნირზე დასწრების უფლება მიეცა! ამგვარად, ტოკიოს უდიდესი დარბაზის "კოკუგიკანის" კარი ქომაგებისთვისაც გაიხსნება, ოღონდ... 10-ათასიანი დარბაზის მხოლოდ მეოთხედი შეივსება, ანუ ყოველდღიურად დარბაზში მხოლოდ 2500 მაყურებელი დაიშვება.

გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ოფიციალურად არ გამოუცხადებია კარიერის დასრულება, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგო­არეობის გათვალისწინებით ეს,
ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბაშოზე გაგა ნამდვილად არ იჭიდავებს. რაც შეეხება "ტოჩინოშინს" (ლევან გორგაძე), ჯერ კიდევ შარშან ლევანს სუმოს იერარქიაში რანგით მეორე "ოძეკის" წოდება ჰქონდა, ივლისის ბაშოს კი კვლავ ბოლომდე მოურჩენელი ტრავმით და დასავლეთის მე-11 მაეგაშირას რანგში შეხვდა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო
სუმოისტები სრულფასოვნად ვერ მოემზადნენ, მაგრამ იმედია, "ტოჩი" დამაკმაყოფილებლად იჭიდავებს.

აღსანიშნავია, რომ სუმოს ფედერაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბაშოც ტოკიოში (ფუკუოკას ნაცვლად) გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პანდემიამ კიდევ არაფერი შეცვალა, უახლოესი ოთხი ბაშოდან ყველა ტოკიოში ჩატარდება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?