ნიკა ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა - როდისაა ჩანიშნული მისი სასამართლო სხდომა? - კვირის პალიტრა

ნიკა ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა - როდისაა ჩანიშნული მისი სასამართლო სხდომა?

ნიკა ბასილაშვილი 20 ივლისს ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა მანამდე საქართველოს პირველი ჩოგანი მოსამზადებელ პერიოდს ევროპაში გაივლის და ჩემპიონატის დაწყების წინ ამერიკაში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ტოპ 10-ის წარმომადგენლებიდან რუსი დანილ მედვედევი (5), ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6) და ბელგიელი დავიდ გოფინი (10) იასპარეზებენ.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილი ამ ცოტა ხნის წინ სკანდალში გეხვა, მას ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის უჩივლა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მყარი მტკიცებულებების არ არსებობს გამო გადაიდო და 24 აგვისტოს არის ჩანიშნული.

Ambebi.ge